Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 შეხვედრა არჩილ ქიქოძესთან

    თსუ სტუდენტური ლიტერატურული პროექტის „ლიტჰაიკერი 2023“-ის მონაწილეებისთვის პირველი შეხვედრა გაიმართა ,,მექსიკური დღიურის" ავტორთან,  არჩილ ქიქოძესთან. კონკურსის მონაწილეებმა პირველ ტურში ტესტები სწორედ „მექსიკური დღიურებიდან“ წერეს. შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა და სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ ავტორისგან მოესმინათ პასუხები მათთვის საინტერესო თემებსა და დეტალებზე ნაწარმოებიდან.

 

პროექტი ლიტჰაიკერი • LitHiker  გულისხმობს კონკურსის პარტნიორი  „სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ შერჩეული 8 წიგნის წაკითხვის შემდეგ შესაბამისი ტესტის წერას. კონკურსანტებმა თითო ტურში თითო წიგნი უნდა წაიკითხონ და  შესაბამისი ტესტები დაწერონ.

 

უმაღლესი ქულების მქონე 10 კონკურსანტი ერთმანეთს ფინალში შეხვდება. კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული. კონკურსის გამარჯვებულები „სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ დაწესებულ პრიზებს მიიღებენ.